logo
ENG



"უნდა დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება" - ვინ აწერს ხელს ევროპარლამენტარების წერილს

18 ოქტ 202116:57
3 წუთის საკითხავი
 
კადრი

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გავრცელებულ წერილს 72 ხელმომწერი ყავს. ევროპარლამენტარებთან ერთად, მათ შორის არიან ლიეტუვის სეიმის წევრები, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები.

წერილში, რომელიც ფორმულამ 14 ოქტომბერს ექსკლუზიურად მოიპოვა, ნათქვამია, რომ საქართველოში საბოლოოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა.

მათი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე. 

"პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა საბოლოოდ უნდა დასრულდეს საქართველოში. ეს ნათლად იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიააცით მიღწეულ  19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც მოგვიანებით უარყო ქართულმა ოცნებამ.

პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაუხსნას სტაბილურობისკენ მიმართულ ეროვნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კრიზისის დასრულებას და იმ კურსის აღდგენას, რომლის ნახვაც ქართველ ხალხს სურს თავისი ერის მომავლისთვის", - ვკითხულობთ წერილში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ვალდის ზატლერსი - ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი;
  2. ვიქტორ იუშენკო - უკრაინის ყოფილი პრეზიდნეტი;
  3. კარლ ბილდტი - შვედეთის ყოფილი პრემიერი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;
  4. ანა ფოტიგა - ევროპარლამენტარი;
  5. იაცეკ ცარიუშ ვოლსკი - ევროპარლამენტარი;
  6. ანტონი ლეგუტკო ლიჟარდი - ევროპარლამენტარი;
  7. რაფაელე ფიტო - ევროპარლამენტარი;
  8. ელჟბიეტა რაფალსკა - ევროპარლამენტარი;
  9. კარლო ფიდენცა - ევროპარლამენტარი;
  10. ვიტოლდ იან ვაჟიკოვსკი - ევროპარლამენტარი;
  11. ლადისლავ ილჩიც - ევროპარლამენტარი;
  12. ელჟბიეტა კრუკი - ევროპარლამენტარი;
  13. დაჩე მელბარდე - ევროპარლამენტარი;
  14. რობერტს ზილე - ევროპარლამენტარი;
  15. ბეტა მაჟურეკი - ევროპარლამენტარი;
  16. ჩარლი ვეიმერსი - ევროპარლამენტარი;
  17. სერჯიო ბერლატო - ევროპარლამენტარი;
  18. ადამ ბილანი - ევროპარლამენტარი;
  19. ბოგდან რჟონკა - ევროპარლამენტარი;
  20. რაფაელე სტანკანელი - ევროპარლამენტარი;
  21. დომინიკ ტარჟინსკი - ევროპარლამენტარი;
  22. ჰერმან ტერჩი - ევროპარლამენტარი;
  23. ვერონიკა ვრეჩიონოვა - ევროპარლამენტარი;
  24. ანა ზალევჟსკა - ევროპარლამენტარი;
  25. კოსმა ზლოტოვსკი - ევროპარლამენტარი;
  26. პატრიკ ტომაჟ ჯაკი - ევროპარლამენტარი;
  27. ჟბიგნიუ კუჟმიუკ - ევროპარლამენტარი;
  28. რასა იუკნევიჩიანე - ევროპარლამენტარი;
  29. რაფაელ გლუკსმანი - ევროპარლამენტარი;
  30. რაიმუნდას ლოპატა - საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობების ჯგუფის თავმჯდომარე, ლიეტუვის სეიმის წევრი;
  31. ჯონას ჯარუტისი - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  32. ჟიგიმანტას პავილიონისი - საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ლიეტუვის სეიმი;
  33. ლაურინას კაშიუნასი - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  34. ლაიმა ლუჩია ანდრიკიენე - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  35. არმინას ლიდეკა - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  36. ალგირდას ბუტკევიჩიუსი - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  37. ვალენტინას ბუკაუსკას - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  38. ლუკას სავისკასლიეტუვის სეიმის წევრი;
  39. რომუალდას ვაისკუსი - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  40. ანდრიუს ვიშნიაუსკას - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  41. რიმანტე სალასევიჩიუტე - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  42. ლაიმა ნაგიენე - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  43. ალგირდას სისას - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  44. კესტუტის ვილკაუკასი - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  45. ემანუელის ჟინგერისი - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  46. ალგირდას სტონჩაიტისი - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  47. ვალდემარას ვალკიუნასი - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  48. ტომას ტომილინასი - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  49. სილვა ლენგვინიენე - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  50. რიმა ბაშკიენე - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  51. ლინა იონაუსკასი - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  52. ედიტა რუდელიენე - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  53. ვილია თარგამაძე - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  54. კესტუტის მასიულისი - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  55. რიტა ტამასუნიენე - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  56. პაულე კუჟმიჩიენე - ლიეტუვის სეიმის წევრი;
  57. მიხაილ კამინსკი - პოლონეთის სენატის სპიკერის მოადგილე;
  58. პაველ ფიშერი - საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ჩეხეთში;
  59. ერიკ კროსი - ესტონეთის პარლამენტის წევრი;
  60. ვიტის იურკონისი - ვილნიუსის უნივერსიტეტის ლექტორი;
  61. მარიუს ლაურინავიჩიუსი - დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ლიეტუვაში;
  62. ბენ ჰოჯესი - ევროპაში აშშ-ის ჯარის ყოფილი გენერალი; 
  63. დენიელ ჰამილტონი - კონსერვატიული პარტია, დიდი ბრიტანეთი;
  64. ვალბურგა ჰაბსბურგ დაგლასი - შვედეთის პარლამენტის ყოფილი წევრი;
  65. გაბრიელა ჰაბსბურგი - საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში;
  66. ვლადიმერ კარა-მურზა - რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი;
  67. ეკა ტყეშელაშვილი - საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი;
  68. დავით სიხარულიძე - თავდაცვის ყოფილი მინისტრი;
  69. ბათუ ქუთელია - საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში;
  70. ელენე ხოშტარია - პოლიტიკოსი;
  71. თორნიკე გორდაძე - პარიზში პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის პროფესორი;
  72. შოთა ღვინერია - საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდებში.

close დახურვა